საგამოძიებო კომისია დღეს 51-ე სკოლის მასწავლებლებს გამოკითხავს

11:59 07-06-2018
75

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სამი წევრი დღეს 51-ე სკოლის მასწავლებლებს გამოკითხავს

მოსმენა ამჯერადაც დახურულ ფორმატში გაიმართება.

გუშინ, კომისიის სამკაციან ჯგუფში არასრულწლოვან მოწმეებს დახურულ ფორმატში მოუსმინეს. როგორც ცნობილია, გამოკითხვა დღესაც იგეგმება. თუმცა, დრო და ადგილი უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვნებს შესაბამის გარემოში სპეციალიზებული ფსიქოლოგების თანდასწრებით მოუსმენენ.

რაც შეეხება ღია სხდომას, საგამოძიებო კომისია 7 ივლისს, 10:00-ზე გამართავს.

ავტორი: