პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში, საგანგებო შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.
როგორც ადგილზე, სიტუაციის გაცნობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,
"ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება, 6 ხიდია წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული, ახლა ველოდებით რომ წყლის დონემ დაიწიოს, რომ დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია და რაც შეეხება საკვები პროდუქტების შემოტანას, სასმელი წყლის და მედიკამენტების. ამასთან ერთად ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს. ამ შემთხვევამ კიდე ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ საქართველოში მხოლოდ ორგან გვაქვს ეს და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული რომლებიც საშუალებას მოგვცემს პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ, მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო რომ პირველადი შეფასებით რა თქმა უნდა ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე საგანგებო შტაბში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ის სახლები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება, ბუნებრივია არის დაცლილი.
"მოსახლეობას ვეხმარებით, რომ მათ გამოიტანონ თავიანთი ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ კაპიტალურად შეკეთებას გზის ვერ დავიწყებთ მანამდე, სანამ წყლის დონე არ დაიკლებს. რასაც ახლა ვაკეთებთ ის არის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდე უფრო გამორეცხვა.
ევაკუაცია ჩვენ გავუკეთეთ იმ ადამიანებს, ვისაც საფრთხე ემუქრებოდათ, რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ კიდე უახლოესი საათების განმავლობაში, სხვა ადამიანებს არ ემუქრებათ საფრთხე, ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ 24 საათიან რეჟიმში რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ღონისძიებები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს.
ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება, ეს არის ჩემი პასუხი მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა როგორც ჩვენ სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველანაირი ნიშანი არსებობს გამოიწვია უხვი ნალექის მოსვლამ და ამისგან დაზღვეული არავი არის, ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს რომ გვქონდეს სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები რომელიც საქართველოში გვაქვს მხოლოდ ორი.
დასკვნა როცა დაიდება საბოლოო თუ რას უკავშირდება ეს ყველაფერი, ამის შესაბამისად მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს, პირველადი დასკვნა რაც არის ის უკვე გითხარით", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.