სოფელ ლეკვიმახეს მკვიდრი: "სავალალო მდგომაროება გვაქვს, წალეკა ჩვენი მიწა-წყალი..."

21:17 07-06-2018
87

სავალალო მდგომაროება გვაქვს, წალეკა ჩვენი მიწა-წყალი და ახლაც ვდგავართ საშიშროების წინ - ამის შესახებ სოფელ ლეკვიმახეს მკვიდრმა გაცაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა.

"სავალალო მდგომაროება გვაქვს, წალეკა ჩვენი მიწა-წყალი და ახლაც ვდგავართ საშიშროების წინ. წყალი ახლოვდება სახლთან და ყოველ წუთს ვხედავთ ამ სიტუაციას. ზარალი არის უამრავი, წაიღო ცხოველები, ფრინველები თავიანთი სადგომებიანად, ასევე ორსართულიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენი ოჯახის საარსებო წყარო იყო.ამჟამად ვდგავართ იმ საშიშროების წინ, რომ წყალი სახლს უახლოვდება  და სახლი დავცალეთ, ბავშვები გახიზნულები არიან. მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით დახმარება საერთოდ არ გვინახავს. ერთადერთი გამგეობიდან წარმომადგენლები იყვნენ ამოსულები სოფელ ლეკვიმახეში და ჩვენი სიტუაციის ნახვის შემდეგ უკან გაბრუნდნენ" - განაცხადა დაზარალებულმა.