გიორგი მღებრიშვილმა მაშველებს სოფელ ჭუბერში გაწეული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადა

15:28 07-07-2018
85

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა მაშველებს სოფელ ჭუბერში გაწეული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ყოველთვის ადამიანების სამსახურში ხართ. მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გამოავლინეთ. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული ადამიანი თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სამაშველო ძალები სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.