ზაზა სარალიძე ვასილ მაღლაფერიძეს სავარაუდოდ, დღეს შეხვდება

12:25 07-09-2018
103

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს სავარაუდოდ, 14:00 საათზე შეხვდება.

ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის უფლებადამცველ ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფს, რომელმაც ფილმი გადაიღო, სამსახურიდან უშვებენ. ადვოკატს ველოდები და ვაპირებ შესვლას უფროსთან. რად უნდა გაფრთხილება, დამემალება? თუ დამემალება, დამემალოს. მე ადამიანურად გასასაუბრებლად შევდივარ, საომრად კი არა, - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, დაელოდება თავის ადვოკატს და ვასილ მაღლაფერიძესთან შეხვედრას მოითხოვს, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ არის, თუმცა ეცდება, გაარკვიოს მასთან, გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან ის ადამიანები, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გადღებულ დოკუმენტურ ფილმზე იმუშავეს. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე