როგორ შეხვდა სელენა გომესი ჯასტინ ბიბერის ნიშნობას - ჰოლივუდში წყვილის ხანგრძლივი ურთიერთობები მოდაში აღარ არის!!!

12:31 07-09-2018
1467

გუშინ, სოციალურ ქსელებში, გავრცელდა ინფორმაცია, ჯასტინ ბიბერის და ჰეილი ბოლდუინის ნიშნობის შესახებ. თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი, ფიქრობდა, რომ მომღერალი, ისევ სელენა გომესზე იყო შეყვარებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სელენა, გუშინ მეგობართან ერთდ, იახტაზე ერთობოდა და თუკი ფოტოკადრით ვიმსჯელებთ, ბედნიერადაც გამოიყურებოდა. ინსაიდერების ინფორმაციით, ამ კადრს მიღმა, მისი მწუხარება იფარება. 

საინფორმაციო წყაროს Radar-ის ინფორმაციით, მომღერალისთვის ეს ფაქტი, საკმაოდ მძიმე იყო.

ის შოკშია. სელენა არ ელოდა, ბიბერისგან ამ ნაბიჯის გადადგმას. მომღერლის ახლობლები, თაყვანისმცემლებს, გვერდზე დგომას და კომენტარებისგან თავის შეკავებას სთხოვენ- ამბობს სანდო წყარო.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა, ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ, ჰეილი ბოლდუინს ხელი სთხოვა, რამაც ბიბერის თაყვანისმცემლების მხრიდან, აღშფოთება გამოიწვია. ბოლდუინი, რამდენიმე ხნიანი ურთიერთობის შენდეგ, ორი კვირის წინ, პიტ ევიდსონს დაშორდა - როგორც ჩანს, ჰოლივუდში, წყვილის ხანგრძლივი ურთიერთობები, უკვე აღარ არის მოდაში!

ბიბერმა და გომესმა, ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს და მას შემდეგ, ბევრჯერ დაშორდნენ და ისევ შერიგდნენ. ცხადია, ამ ეტაპზე, წყვილი, საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს! 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე