ღამის კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას ნარკორეალიზატორების საქმეზე დაკავებული რვავე პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რის შემდეგაც მათ საქმეებს სასამართლო ცალ-ცალკე განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს და მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც 8 პირი დააკავეს.