მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის საკითხებში მარი როისს შეხვდა

09:50 07-10-2018
70

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოსა და ამერიკას შორის მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მინისტრმა მარი როისს მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის რაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება. მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე, ათასწლეულის გამოწევის ფონდის მიღწევებსა და მნიშვნელობაზე.

 მარი როისის განცხადებით, ამერიკის მთავრობა უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ძალისხმევას განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით.  განმარტა, რომ ქართული მხარის როლი და კონტრიბუცია უმნიშვნელოვანესია  ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, როგორებიცაა ფულბრაიტის პროგრამა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ქართულ უნივერსიტეტებთან და სხვა.