გუშინ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში, მნიშვნელოვანი დღესასწაული გაიმართა - პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის უმცროსი ვაჟიშვილის, ლუის ნათლობა. ცერემონია, ლონდონის სენტ-ჯეიმსის სასახლეში გაიმართა, სადაც სამეფო ოჯახის, თითქმის ყველა წევრი შეიკრიბა - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, პრინცი ჩარლზი, მეუღლესთან, კამილა პარკერ-ბოულზთან ერთად, ფეხმძიმე პიპა მიდლტონი, ქეითის და უილიამის უფროსი შვილები და სხვები.
სასექსის ჰერცოგინია, როგორც ყოველთვის, მისი ჩაცმის სტილის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მეგანმა დღესასწაულისთვის, ზეთისხილის ფერის, Ralph Lauren-ის ბრენდის კაბა და Stephen Jones-ის დიზაინის შლიაპა აირჩია.
ქეთმა კი, ცერემონიისთვის JonesAlexander McQueen-ის ბრენდის, თეთრი ფერის კაბა და ყვავილების გვირგვინი აირჩია.
92 წლის, დედოფალი ელისაბედ II და მისი მეუღლე, 97 წლის ედინბურგის ჰერცოგი, ფილიპი, ნათლობის ცერემონიას არ ესწრებიდნენ - მიზეზი, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის პრობლემა გახდა.
იხ. ფოტოკოლაჟი: