კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ინიშნება

10:55 07-11-2018
192

გავრცელებული ინფორმაციით, კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ინიშნება. ამ დრომდე კახიშვილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, თუმცა ამ უწყების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ კახი კახიშვილი მინისტრთა კაბინეტს დატოვებს და სავარაუდოდ, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე გადაინაცვლებს. ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მთავარი პროკურორობის კანდიდატად არის დასახელებული.

ავტორი: თეონა აბესაძე