მთავარი პროკურორიბის კანდიდატის ნინო გოგნიაშვილის განცხადებით, მასთან დაკავშირებით, ბევრმა პოლიტიკოსმა წინასწარი დასკვნები გააკეთა, თუმცა არ თვლის, რომ პროკურორობის კანდიდატად მხოლოდ გენდერის გამო იყო დასახელებული.
ამის შესახებ ნინო გოგნიაშვილმა იუსტიციის სამინისტროში, საპროკურორო საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა წინასწარი დასკვნები, რომ უბრალოდ ადგილს ვავსებდი და ქალი კანდიდატი მხოლოდ იმ ფაქტორებიდან იყო შერჩეული, რომ გენდერული თანაფარდობა დაცული უნდა ყოფილიყო და აუცილებელი იყო ქალი კანდიდატი ყოფილიყო, ამას არ ვეთანხმები. მინდა ერთი რამ ავღნიშნო, მე არ გამიკეთებია სერიოზული ახსნა-განმარტებები გასაუბრებამდე, რადგან მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკას ვერ გაექცევი და მიმაჩნია, რომ როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ პროკურორი იყოს აპოლიტიკური", - განაცხადა ნინო გოგნიაშვილმა.
მიხეილ ჯანგიშერაშვილი