მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე იუსტიციის მინისტრს მისთვის კითხვები არ დაუსვამს, თუმცა კითხვები ჰქონდათ საბჭოს სხვა წევრებს, რომელსაც ამომწურავად გასცა პასუხი.
ამის შესახებ შალვა თადუმაძემ იუსტიციის სამინისტროში, საპროკურორო სხდომაზე გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მე წარვსდექი საბჭოს წინაშე და წარვუდგინე ჩემი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებებს გავატარებ იმ შემთხვევაში, თუ გავხდები მთავარი პროკურორი. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, ის არ მონაწილეობდა შესარჩევ კონკურსში, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩემთვის კითხვები არ დაესვა, შესაბამისად, კითხვები არ დაუსვამს. საბჭოს ყველა სხვა წევრმა კითხვები დამისვა, მე მათ ამომწურავი პასუხი დაუსვი და იმედი მაქვს საბჭოს მხარდაჭერის", - განაცხადა თადუმაძემ.
შალვა თადუმაძემდე, საბჭოს სხდომაზე გაესაუბრნენ პროკურორობის მეორე კანდიდატს ნინო გოგნიაშვილსაც. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, შალვა შავგულიძეს, მას გასაუბრების ეტაპი არ გაუვლია, რადგან სხდომა პროტესტის ნიშნად იმის გამო დატოვა, რომ ის საზოგადოებისთვის დახურული იყო.