მამაკაცების "გულის გამტეხი" რიანა მილიარდერ ბიზნესმენთან ურთიერთობებს მექსიკის კურორტზე აგვარებს

15:12 07-11-2018
811

დასავლური წყაროს ინფორმაციით, ერთი თვის წინ, რიანა და ბიზნესმენი, ჰასან ჯამილი დაშორდნენ.  

რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა, მომღერალი და ყოფილი შეყვარებული, მექსიკაში, კურორტ პუეტრო-ვალიარტაზე, ერთად დააფიქსირეს. წყვილი, სავარაუდოდ კამათობს - კადრში, კარგად ჩანს, შეზლონგზე მჯდომარე, განრისხებული  რიანა. აშკარაა, რომ მომღერალის და ბიზნესმენის ჟესტიკულაციით, მიხვდებით, რომ საკმაოდ სერიოზული საუბარი მიმდინარეობდა. 

როგორც ჩანს, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ურთიერთობები გაარკვიოს. სავარაუდოდ, რიანამ, დაბრუნების, კიდევ ერთი შანსი მისცა ჰასანს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის რიანა და 29 წლის ჰასანი, 2017 წლიდან, ერთად არიან. რიანას მეგობრის ინფორმაციით, მომღერალმა, საკუთარი ინიციატივით მიატოვა შეყვარებული - მილიარდერი ბიზნესმენი და საუდის არაბეთის, ერთ ერთი მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი. 

ყველაფერი დამთავრდა. რიანამ, გული გაუტეხა ბიზნესმენს. ეს, ის შემთხვევაა, როცა რიანა, მუდამ ასე იქცევა - მამაკაცების გულის გამტეხია. უბრალოდ, მისგან დაიღალა. ის, ზოგჯერ იღლება მამაკაცებისგან - ამბობს, ბარბადოსის კარნავალის დედოფლის, მეგობარი.

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე