საპროკურორო საბჭომ, ფარული კენჭისყრის შედეგად, მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე ერთხმად აირჩია. შალვა თადუმაძემ საბჭოს წევრების 12 ხმა მიიღო.
სულ საბჭოს სხდომას 15 წევრიდან 13 ესწრებოდა, საიდანაც თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები 6 ივლისს წარუდგინა. დასახელებული კანდიდატებიდან ერთ-ერთმა, შალვა შავგულიძემ სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა, ამიტომ საბჭოს წევრებს არჩევა ორი კანდიდატს - შალვა თადუმაძესა და ნინო გოგნიაშვილს შორის მოუწიათ.
კენჭისყრამდე საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება გამართეს.
შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.