სტეფანო გაბანას ახალი მსხვერპლი! - დიზაინერმა ცნობილი ვარსკვლავების ოჯახს "მსოფლიოში ყველაზე მახინჯები" უწოდა

17:03 07-11-2018
572

დიზაინერი, სტეფანო გაბანა, ბოლო დროს, თავს, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას აძლევს. განაკუთრებით, იმ დროს, როცა საქმე ვარსკვლავებს ეხება. 

რამდენიმე ხნის წინ, დიზაინერმა, სელენა გომესის მიმართ, საკუთარი აზრი დააფიქსირა და მომღერალს, მახინჯი უწოდა.   

She’s so ugly!!! - ის ძალიან მახინჯია!!! - წერს სტეფანიო. რამდენიმე ხნის შენდეგ, კი  კომენტარებში დაამატა, რომ ის ნამდვილი ფინიაა, 

დიზაინერის პოსტი, ამ ფაქტით არ ამოიწურა. მან რამდენიმე ხნის შემდეგ, არიანა გრანდეს, ფან-გვერდზე, დაუწერა კომენტარი: ნამდვილი განავალი ხარ - წერს სტეფანო. 

ამ ეტაპზე, გაბანამ ახალი მსხვერპლი დაიჭირა.  რამდენიმე დღის წინ, აკაუნტ Diet Prada-ს წამყვანმა, შეამჩნია, რომ სტეფანომ, კარდაშიანების ოჯახის, ერთ-ერთ ფოტოზე, მორიგი, უხეში კომენტარი დატოვა: - მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ადამიანები - წერს სტეფანიო. 

როგორც ჩანს, დიზაინერს დავიწყდა, რომ დები კარდაშიანები, არაერთხელ იღებდნენ მონაწილეობას, Dolce & Gabbana-ს ბრენდის კვირეულზე. 39 წლის, კორტნი კარდაშიანმა კი, ცოტა ხნის წინ, ინსტაგრამზე, მეგობრული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 59 წლის, დომენიკო დოლჩესთან ერთად, პოზირებს. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 
 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე