რას ყვება შემთხვევაზე ნაცემი კოკა კობალაძის დედა "რეაქციაში"? (ვიდეო)

12:28 07-13-2018
366

თათა დავითულიანმა, რომელიც ნაცემი კოკა კობალაძის დედაა, "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც თათა დავითულიანმა განაცხადა, ინციდენტის შესახებ "ფეისბუქის" საშუალებით, უცნობი პირისგან შეიტყო.

"ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წასულიყო ქარელში საზიარებლად და იმიტომ ჰქონდა ტელეფონი გამორთული. მოვედი ღუდუშაურის კლინიკაში, საერთოდ არ ვიცოდი რა ხდებოდა. 5 წუთით ვნახე სულ ჩემი შვილი და ვიცი მისგან, რომ გუშინ, საღამოს საათებში შევიდნენ მასთან სახლში, როდესაც მე ვმუშაობდი და მორიგე ვიყავი და მითხრა, რომ შევიდნენ სახლში, გაეცვნენ მას როგორც პოლიციელები. ერთს ეცვა ფორმა და მეორეს არა. რა თქმა უნდა, შეუძლია მას ამოიცნოს სახეზე. ბავშვი მარტო იყო. ჰკითხეს სად იყო მამამისი, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა. გეტყვით იმას, რომ