ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გაციფრულება იქნება.
„დეფიციტი, საგარეო ვალი და ინფლაციის დონე იქნება მთავარი პრიორიტეტები. ეს თუ არ დავიცავით შემდეგ ყველაფერის გატარება გაგვიჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი. დღგ-ს დაბრუნების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად დაუბრუნდა ზედმეტობა უამრავ მეწარმეს. ამ მიმართულებით დაწყებულია უკვე პროექტი და წლის ბოლოდან ეს პროცესი იქნება ავტომატური, რაც პრაქტიკულად ადამიანების ჩართვას არ მოითხოვს“, - აცხადებს მაჭავარიანი.