გაძლიერდება უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები - ლევან დავითაშვილი

14:53 07-13-2018
75

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გაძლიერდება უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები.

„განხორციელდება სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს ტყის რესურსებით სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოხდეს ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად და შემცირდეს ტყეზე ზეწოლა ეფექტიანი ზედამხედველობის/კონტროლის სისტემის დანერგვით, ასევე განვითარდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე..