მზის დაბნელება — ბუნებრივი ფენომენი, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ მზისა და მთვარის დაბნელების დროს, ასევე რა დადებითსა და უარყოფითს მოუტანს ისინი ადამიანებს? ამის შესახებ პრაიმტაიმი ცნობილი ქართველი ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.
მიხეილ ცაგარელის თქმით, მზისა დაბნელებას და სავსემთვარეობას შორის პერიოდი, ტრადიციულად რთულად ითვლება და დიდ ყურადღებას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.
დავიწყოთ იქედან რომ პიკმა უკვე გაიარა, რადგან მზის დაბნელება იყო 07:00 საათზე, მაგრამ იგი საკმაოდ სერიოზული პროცესია და ზოდიაქოს ნიშნებზე ზეგავლენას ახდენს არამარტო მთელი დღის განმავლობაში, არამედ ხვალაც ნაწილობრივ იქნება თვალშისაცემი. ნუ დაგვავიწყდება, რომ მზის დაბნელება დაკავშირებულია ახალმთვარეობასთან და 27 ივლისს ჩვენ გველის მთვარის დაბნელება, სავსემთვარეობა. ეს ორკვირიანი პერიოდი არის კოსმიური გამოცდა ყველა ზოდიაქოს ნიშნისათვის. გვმართებს სიფრთხილე, მოთმინება და წინდახედულობა. ეს არის კოსმიური გამოცდის ზოლო, რომელიც გვამცნობს, რომ იგი გამოცდას უწყობს ადამიანებს. შეიძლება შეიქმნას კონფლიქტური და პროვოკაციული სიტუაცია,ამიტომ გვმართებს სიფრთხილე, თავდაჭერა დიპლომატია და თუ მას გვერდს აუვლით, მაშინ იქნებით წარმატებული და კოსმიურ საჩუქარს მიიღებთ. თუ გადაყვებით კონფლიქტებს, უსიამოვნებებს და გამოავლენთ თქვენს უარყოფით თვისებებს, მაშინ თქვენ ამ გამოცდას ვერ აბარებთ, რის შედეგადაც პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგეძალებათ. ეს არის პერიოდი, რომელიც ამავდროულად გვამცნობს, რომ მზის და მთვარის შეერთება მოხდა კირჩხიბის ზოდიაქოში და აქვე მათ გვერდით აღმოჩნდა სელენა, რომელიც არის მფარველი ანგელოზი. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა, რადგან სელენა შედარებით არბილებს პირველი, მზის დაბნელების ნეგატიურ ეფექტებს და მეორე, უპირატესობა ენიჭება ოჯახის ინსტიტუტს.
- რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მზისა და მთვარის დაბნელების დროს?
- დაბნელება რადიკალურ ცვლილებებს შემოიტანს საოჯახო, სანათესაო ურთიერთობებში. სამყარო გვეუბნება, რომ მაქსიმალურად დავარეგულიროთ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და აღმოფხვერით ყველა ის პრობლემა, რომლებიც გაქვთ. კოსმოსი ითხოვს მაქსიმალურად დაიწყოს ახალი ეტაპი საოჯო-სანათესაო ურთიერთობებში, წინა პლანზე არის წარმოჩენილი ოჯახის ინსტიტუტი, ეროვნული ფასეულებების და ტრადიციებში კიდევ უფრო მეტად გარკვევა-ჩაღრმავება. მათ შორის ითხოვს სამთავრობო სტრუქტურებისგან ეროვნული ფასეულობების და საკითხების წინა პლანზე წამოწევას. ეს არის მთავარი და უნდა მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნულ სულიერებას და ეროვნული ფაქტორების წინა პლანზე წამოწევას.
- კონკრეტულად, ზოდიაქოს ნიშნებზე რას გვეტყვით?
- რაც შეეხება კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნებს ცოტა მეტი სირთულე შეიძლება ჰქონდეთ: სასწორებს, კირჩხიბებს, ვერძებს და თხის რქებს. მათ მეტი ყურადღება ესაჭიროებათ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მიმართ. ამიტომ გულს ნუ გადატვირთავთ, ზედმეტად ნუ ინერვიულებთ, ნუ იკამათებთ და სიმძიმეებს ნუ ასწევთ. ეს პერიოდი მეტნაკლებად სასიკეთოა მორიელებისთვის და თევზებისთვის. დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შეუძლიათ მეტ-ნაკლებად მშვიდად გაიარონ ეს პერიოდი, მაგრამ მაინც სიფრთხილე მართებთ, რადგან ეს ორი დღე ყოველთვის პროვოკაციულია, ასეთ დროს ტრავმულობის, ავარიების, ჯანმრთელობის გაურესების, ემოციური კონფლიქტების ალბათობა ყოველთვის მაღალია.