ადა მარშანია: „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, მაგრამ წარმატებას ვუსურვებთ

13:28 07-14-2018
80

„პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა. 

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, მაგრამ ამავდროულად, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მთავრობაა, მას წარმატებას ვუსურვებთ. ბატონმა ბახტაძემ ისაუბრა სიღარიბეზე და როგორც იქნა ეს თემა წამოწია. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებიან. ასე მოკლე დროში ამ პრობლემას მთლიანად ვერ გავუმკლავდებით, მაგრამ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მთავარია ჩვენ დავინახოთ გააზრებული ნაბიჯები“, - განაცხადა ადა მარშანიამ.