ტყიბულის საავამყოფოდან დაშავებული ყველა მეშახტე თბილისში გადაიყვსნეს. 4 პაციენტი თბილისში ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანომობილებით გადაიყვანეს. მეხუთე დაშავებული ღუდუშაურის კლინიმაში. მეექვსე კი ამბულატორიულად გაეწერა. ის 37 წლის გივი მიქიაშვილია.
როგორც ტყიბულის საავადმყოფოში ამბობენ, მას მსუბუწი დაზიანებები აღენიშნება.
დაშავებული მეშახტეებიდან ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა. დანარჩენების ასაკი 30-55 წელია.
ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.