ცნობილია იმ მეშახტეების ვინაობა, ვინც მინდელის შახტში აფეთქებას ემსხვერპლა

13:42 07-16-2018
132

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა იმ დაღუპული მეშახტეების სახელი და გვარები, ვინც მინდელის შახტაში აფეთქებას ემსხვერპლა. ესენი არიან: ლაშა ფორჩხიძე, მიხეილ გამეზარდაშვილი, იოსებ ქარქაშაზე და მურმან ლილუაშვილი. მათი ასაკი 25-55 წლამდეა. 

რაც შეეხება დაშავებულებს, მეშახტეებიდან ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა. დანარჩენების ასაკი 30-55 წელია.

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.