საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.
მთავრობის ადმინისტრაციის საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა.
განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.
შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.