რა გახდა 4 ადამიანის გარდაცვალებისა და 6 მუშის დაშავების მიზეზი - მინდელის შახტში ექსპერტებს ელოდებიან

10:53 07-17-2018
64

დღეს დილიდან ტყიბულის შახტში ექსპერტებს ელოდებიან. რა გახდა 4 ადამიანის გარდაცვალებისა და 6 მუშის დაშავების მიზეზი - სპეციალისტებმა ამის შესწავლა ადგილზე უნდა დაიწყონ.

იყო თუ არა სრულყოფილად დაცული უსაფრთხოების ზომები მიწის ქვეშ, სადაც ადამიანები სიცოცხლისთვის ძალიან სარისკო სამუშაოებს ასრულებენ, ამის გარკვევაში გერმანელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. პარალელურად დღესვე მინდელის შახტთან მეშახტეებიც შეიკრიბებიან.

„ექსპერტთა ჯგუფი ვერ ახერხებდა ჩასვლას დღეს დილიდან განაახლებს შრომის ინსპექცია მუშაობას, სადაც მოხდება კონკრეტული ლოკაციის დათვალიერება, რაც მეტი ინფორმაციის ფლობის საშუალებას მოგვცემს,“- ამბობს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

მეშახტეები კი ითხოვენ, რომ ყველა დაპირება წერილობით გაფორმდეს. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა შახტების დახურვის შემდეგ დაპირებული ანაზღაურება აღარ მისცენ.