ამერიკელი მომღერალი და ბიზნესვუმენი, მადონა, მალავიაში გაემგზავრა, რადგან მისი საქველმოქმედო ფონდის პროექტების ინსპექტირება მოეხდინა. გასულ წელს, ბლანტაიერში, მომღერალმა, მერსი ჯეიმსის(მადონას შვილი) სახელობის, ბავშვთა ქირურგიის და ინტენსიური თერაპიის ცენტრი გახსნა. წელს კი, ვარსკვლავი, გრანდიოზული პროექტის განხორციელება აქვს გადაწყვეტილის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
სააგენტო Page Six-ის ინფორმაციით, მადონამ მალავიაში, საფეხბურთო აკადემიის შექმნა გადაწყვიტა. იდეის ავტორი, მისი ვაჟი, დევიდ ბანდა გახლდათ, რომელიც ფეხბურთით არის დაკავებული და ამ ეტაპზე, პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ცნობილია, რომ მალავიის საფეხბურთო ნაკრებს, ჯერ არ მიუღია მონაწილეობა, მსოფლიო ჩემპიონატზე, ამიტომ მადონამ, მიიღო გადაწყვეტილება, საფეხბურთო აკადემიის გახსნის, რომელიც ახალი თაობის ფეხბურთელებს აღზრდის.
აკადემიის გახსნა, ჯერჯერობით, იდეის დონეზეა და მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მადონა, ამ ეტაპზე, მალავიაში ბავშვთა ჰოსპიტალის გახსნის ცერემონიას დაეწრო. მომღერალმა კლინიკაში, ბავშვები მოინახულა და მათ მშობლებთან კონტაქტები დაამყარა.
ვარსკვლავი, მოგზაურობაის დროს, შვილებთან ერთად იმყოფებოდა - ლურდესი, როკო, დევიდ-ბანდა, მერსი ჯეიმსი და გასულ წელს შვილად აყვანილი გოგოები - ესტერი და სტელა.
იხ. ფოტოები: