კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რომელსაც სამინისტროების რესტრუქტურიზაციის შემდეგ სტატუსი აქვს შეჩერებული, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იბერიას" "ახალი ამბები" ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიას ყოფილმა მინსიტრმა მიხეილ გიორგაძემ დაუდასტურა.
"შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრმა მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოადგილეები პროფესიონალები არიან, რომლებმაც აქამდეც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს. ჩემთან ერთად მოადგილეების თანამდებობაზე წარდგენილნი არიან ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
თავად მანანა ბერიკაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.
"არ ვარ საქმის კურსში. ამაზე საუაბრი არ ყოფილა", - განაცხადა სატელეფონო საუბრისას მანანა ბერიკაშვილმა "იბერიასთან".