გუშინ, ლონდონში, რომანტიკული მიუზიკლის Mamma Mia! 2-ის ჩვენება, პირველად გაიმართა. მუსიკალური ჯგუფის, ABBA-ს მიერ შესრულებული მიუზკლის პრემიერას, ფილმის, მთავარი როლის შემსრულებლები ესწრებოდნენ: ამანდა სეიფრიდი და ლილი ჯეიმსი, მერილ სტრიპი და პერის ბროსნანი, კოლინ ფერტი, მეუღლესთან ლივიასთან ერთად, ტენდი ნიუტონი, მეუღლესთან ერთად და სხვა ჰოლივუდის მსახიობები.
თეთრი ქვის კედლები, ცისფერი დასადგამით, წითელი ხალიჩა, ყვავილებით მორთული - ქალაქის ცენტრში, ერთი დაუვიწყარი საღამოსთვის, ლონდონის ლესტერ-სკვერის მოედანი, საბერძნეთის ერთ-ერთ კუთხედ წარმოაჩინეს. ეს შემთხვევით არ არის, სწორედ, საბერძნეთში მიმდინარეობდა, მიუზიკლის, Mamma Mia! 2-ის მთავარი სცენების გადაღება.
სურათი - იმ მუსიკალური ფილმის გაგრძელებაა, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა. პირველ ფილმში, რომელიც ბროდვეის მიზიკლში, უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა, მერილ სტრიპი, მარტოხელა დედის, დონას როლს ასრულებდა. დონას ქალიშვილმა, სოფიმ, რომელსაც ამანდა სეიფრიდი ასრულებს, გადაწყვიტა, საკუთარ ქორწილში, მშობელი მამა დაეპატიჟა, რომელიც საკურთხეველთან მიაბრძანებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მდგომარეობა გართულდა, რადგან დედამ გადაწყვიტა, ქალიშვილისთვის მოეყოლა, თუ რას წარმოადგენდა მამამისი და რა მიზეზით დაშორდა.
ცნობილი მსახიობების მიერ შესრულებულმა, მუსიკალურმა ნომრებმა და ნაცნობმა მელოდიებმა, რომლებიც მზიანი საბერძნეთის ფონზე მიმდინარეობდა, პროექტს, უდიდესი წარმატება მოუტანა. აღმოჩნდა, რომ ზაფხულის ჰიტის გაგრძელება, მთიან ადგილებში აღარ განხორციელდა. სოფის ახალი თავგადასავალი, აწმყო დროში მიმდინარეობს და მასთან ერთად, ახალი სიუჟეტის გმირებს, იგივე მსახიობები ასრულებენ.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლჟი: