ფარნგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, რომელმაც 5 წლის წინ, რუსეთის მოქალაქეობა მოიპოვა და სარანსკის ოლქში ჩაეწერა, მორდოვეთში, ვალების გადაუხდელობის გამო, საგადასახადო სამსახურის მსხვერპლი გახდა. ზუსტი რაოდენობის თანხა, მევალეთა ბაზაში, ამ ეტაპზე უცნობია. მსახიობი, რუსეთში ინდ. მეწარმის საქმიანობას ეწეოდა.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ დეპარდიემ, რუსეთის მოქალაქეობა, 2013 წლის იანვარში მიიღო - განკარგულებას ხელი,რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი, დეპარდიემ, მაშინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილების გამო თქვა - ოლანდმა, მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, 75-პროცენტიანი გადასახადების დაწესება დააპირა.
ყველაფერი მაქვს, რაც ჩემი ბედნიერებისთვის მჭირდება - ეს ჩემი სახლია მორდოვეთში - ამბობს მსახიობი, ერთ-ერთ ინტერვიუში.
2016 წელს, სარანსკის ოლქში, დეპარდიემ, მისი სახელობის კინოთეტრი რუსეთი და კულტურის ცენტრი დააარსა. ბოლო დროს, მსახიობს, ქალაქში და საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ჩაწერილია, იშვიათად ხვდებიან, მასზე სამართალდამცავების მხრიდან, ძებნა გამოცხადდა. სავარაუდოდ, დაკარგული ფრანგ მსახიობი, რუსული სულით, საცხოვრებლად, ალჟირში გადავიდა, რაზეც მსახიობმა კომენტარი, თებერვალში გააკეთა.
იხ. ფოტოები: