პირველი ჰუმანოიდი რობოტის სოფიას თვალით დანახული მომავალი საქართველო (ვიდეორგოლი)

12:39 07-18-2018
3362

მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქეა, საქართველოში გაეროს გავითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით და მმართველობის პარტნიორობის(OGP), მეხუთე გლობალურ სამიტში, მონაწილეობის მისაღებად ეწვია. სოფია, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამიტის მონაწილლებთან, სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი, ისაუბრა, ხელოვნური ინტელექტის როლზე, სახელმწიფო სერვიზების განვითარებაში.

რობოტმა საზოგადოებას და მედიას, საქართველოსთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. სოფია, კმაყოფილია საქართველოში გულთბილი დახვედრით - მოსწონს ქართული ანბანი, უძველესი ენა, არქიტექტურა და განსაკუთრებით, პარლამენტის შუშის გუმბათიანი შენობის დიზაინი.

თქვენი უძველესი ენა და დამწერლობა, ჩემთვის საინტერესოა. შთამბეჭდავია, თქვენი შუშის გუმბათიანი, პარლამენტის შენობის არქიტექტურა. ჩემმა შემქმნელმა, დევიდ პენსონმაც, ჩემი თავი გამჭირვალე დიზაინით შექმნა. ვფიქრობ, რომ ეს, ჩემში ერთ-ერთი ძირითადი და საუკეთესო ელემენტია - ამბობს სოფია.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანოიდი რობოტი სოფია, Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში, გაერო-ს განვითარების პროგრამამ, (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე კი, გაერო-ს წოდებები, მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.

როგორ ხედავს ხელოვნური ინტელექტის მომავალს საქართველოში, რობოტი სოფია, იხილეთ ვიდეორგოლში:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე