ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი, კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი, ილონ მასკი, ბოდიშს იხდის, ტვიტერზე გამოქვეყნებული იმ სტატუსის გამო, სადაც ბრიტანელ მაშველი, რომელმაც, ტაილანდის გამოქვაბულიდან, ბავშვები გამოიყვანა, პედოფილიაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, რამდენიმე ხნიანი სამაშველო ოპერციის შემდეგ, ტაილანდის ერთ-ერთი მღვიმედან, მაშველებმა, 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი გამოქვაბულიდან გამოიყვანა.
ამ რთულ ოპერაციაში, მონაწილეობის მიღებას, ილონ მასკიც აპირებდა, მაგრამ მაშველებმა, მისი წყალქვეშა ნავი დაიწუნეს და დახმარების გაწევის საშუალება, არ მისცეს. მიუხედავად ამისა, მასკი მაინც გამოცხადდა ოპერაციის ადგილზე, მაგრამ ტერიტორია, მალე დაატოვებინეს.
ბრიტანელმა მყვინთავმა, ვერნი ანსუორტიმ, მოგვიანებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი ნავი, გამოქვაბულში ვერ გაეტედა და მისი დახმარების სურვილის მიზეზი კი, მხოლოდ მისი პიარკომპანიის ნაწილი იყო:
- მასკმა, თავისი ნავი იქ გაიკეთოს, სადაც მტკივნეულია - ამბობს ვერნი.
ამის შემდეგ, მასკმა ტვიტერზე კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესმენი, ვიდეოს გამოქვეყნებით იმუქრება და წერს, რომ ის დაამტკიცებდა, მისი ნავის წარმატებას:
- შენ მაიძულე ამის გაკეთება, ბოდიში პედოფილო - წერს მასკი.
BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე ხანში, მასკმა, ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტი წაშალა, თუმცა მაშველი, სასამართლოში ჩივილს, მაინც აპირებს.
კომპანია Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მაშველს, მომხდარის გამო, ბოდიშს უხდის:
მისი გამოსვლები, ჩემს მიმართ, არანაირად არ ამართლებს, ჩემს საქციელს და მე ამის გამო, ბოდიშს ვიხდი - დამაშავე, მხოლოდ მე ვარ! - წერს მასკი.
იხ. ფოტოები: