„ამ ბომონდიდან ყველაზე ლამაზი ქალის როლი მე მაქვს“ - ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს - exclusive

15:22 07-18-2018
2304

ანრი ჯოხაძემ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გააოცოს მელომანები და კიდევ ერთ ახალ სიმღერას გვიმზადებს, ნიკო გომელაურის ლექსზე „ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს“. კლიპის გადაღებები დაწყებულია. ვიდეორგოლში არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდება. აქ ნახავთ საპატარძლო კაბაში გამოწყობილ შორენა ბეგაშვილს, ნახევრად შიშველ მერსი სულხანიშვილს, მაკა შალიკაშვილს, თაკო აბაშიძეს, კესარიას და სხვებს.

გუშინ გადაღება სწორედ კესარიასთან ჰქონდა რეჟისორს, რომელიც ჩვენს ზარებს რატომღაც მუდმივად გაურბის. კესარიას გამოვკითხეთ კლიპის ამბები. 

- ძალიან ეპატაჟური კლიპი გველოდება წინ. მთელი ბომონდი გადაღებულია.

- შენი სცენა როგორია?

- მე გამიმართლა და გენიალური როლი მაქვს ამ კლიპშიც, ისევე როგორც ვიდეორგოლში „განა ყველა ქალი ქალია“. დღემდე ჰიტია ეს სიმრღერა და „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულიც გახდა. დარწმუნებული ვარ, ეს კლიპიც ბომბივით გასკდება და მთელი საქართველო აიტაცებს. 

- შენ რა როლი გაქვს?

- ამ ბომონდიდან ყველაზე ლამაზი ქალის როლი მაქვს. დიდი მადლობა ამისთვის ანრის. 

- სად გადაიღეთ თქვენი სცენა?

- ახალ „პლეხანოვზე“... კოსტიუმებზე ლაშა ჯოხაძემ იზრუნა. მისი ერთ-ერთი ქმნილება მამშვენებს მეც... ანრი ისეთი მაგარია რეჟისურაშიც, სიტყვები არ მყოფნის. ისტორიულ კადრებს ქმნის. ყველაფრის ნიჭი როგორ აქვს, არ ვიცი. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი