კაილი ჯენერის და ტრევის სკოტის უცნაური ფოტოსესია და პირველი ინტერვიუ - "ბოლოს გუშინ ვიტირე - მიზეზს ვერ გეტყვით"

16:02 07-18-2018
452

კაილი ჯენერი და მისი ბოიფრენდი, ტრევის სკოტი, ჟურნალი GQ-ს ახალი ნომრის გარეკანის სახე გახდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯენერმა, რამდენიმე ხნის წინ, სკოტისგან, ქალიშვილი, შტორმი გააჩინა. 

წყვილის ფოტოსესია, მამაკაცების ჟურნალისთვის, პირველად გაიმართა. ასევე, პირველად ჩაწერა ჟურნალმა GQ-მ, კაილის და ტრევისის, პირველი, გულახდილი ინტერვიუ, სადაც ვარსკვლავები, მათი პირველი შეხვედრის და ურთიერთობის შესახებ საუბრობენ.  

ბოლოს გუშინ ვიტირე. მე და ტრევისმა, ცოტა ვიჩხუბეთ, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება. ვიტირე, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი. მაგრამ ერთ საათში, ისევ შევრიგდით. მე რამდენიმე ხნით ჩავფრიდი ჰიუსტონში, რომ მომენახულებინა. კერძოდ, რა თემაზე ვიკამათეთ, ვერ გეტყვით. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. ჩხუბის მიზეზი, ძირითადად ცალ-ცალკე ცხოცრებაა, ვერ ვუძლებ, თუნდაც ორი კვირა, რომ ვერ ვნახო. ჩვენ უკვე მშობლები გავხდით და პატარა ქალიშვილი, შტორმი გვყავს. ის ჯერ ძალიან პატარაა და ამიტომ, ვერ დამყავს სამოგზაუროდ. ამ მიზეზის გამო, ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ, მაგრამ მე მაინც ვახერხებ ჩამოსვლას და ტრევისის ნახვას - ამბობს რეალითი-შოუს ვარსკვლავი.   

კაილი, ინტერვიუში აცხადებს, რომ პირველად, ტრეისს Coachella-ს ფესტივალზე შეხვდა. ჟურნალის გამოცემამ, რომელშიც კაილის და ტრევისის გულახდილი ინტერვიუ დაიბეჭდა, საზოგადოების მხრიდან, კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია - კადრი, რომელშიც წყვილი პოზირებს, სერჟ გენბურგის და ჯეინ ბირკინის, ფოტოგრაფის, ჰელმუტ ნიუტონის, 1978 წელს გადარებულ ფოტოს მიამსგავსეს. 

ჟურნალი GQ-ს გარეკანი, სადაც კაილი და ტრევისი ერთად პოზირებენ, სერჟ გენსბურგის და ჯეინ ბირკინის ფოტოს, უშნო მიმსგავსებაა- წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი და ფოტოს ორიგინალს აქვეყნებს. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე