მურმან დუმბაძე: დავით ჭიჭინაძე გარიცხეს იმ პარტიიდან, რომელიც არსებობს მხოლოდ ქაღალდზე

20:28 07-18-2018
106

დავით ჭიჭინაძე გარიცხეს იმ პარტიიდან, რომელიც არსებობს მხოლოდ ქაღალდზე - ამის შესახებ "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად განაცხადა. 

"მე გახლავართ, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 2012 წლამდე. ეს პოლიტიკური პარტია რეალურად არ არსებობს, ეს არის ქაღალდზე დატანებული პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური საბჭო. როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი გადადგება დაკავებული სახელმწიფო თანმდებობიდან პარტიიდანაც მიდის. ასე იყო ღარიბაშვილის, ივანიშვილის, კვირიკაშვილის შემთხვევაში. პარტიის პირველი პოლიტიკური პირი, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, როდესაც სახელმწიფო თანამდებობას ტოვებს და პარტიიდანაც მიდის, ნიშნავს რომ, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზმი არ არსებობს. ასე რომ,  დავით ჭიჭინაძე გარიცხეს იმ პარტიიდან, რომელიც არსებობს მხოლოდ ქაღალდზე" - განაცხადა მურმან დუმბაძემ. 

დუმბაძეს თქმით, მას 6 წლის წინანდელი სიტყვები - "ვინც ხუთიანს შემოხაზავს კიბო გაუჩნდება" უკან არ მიაქვს.

"გეთანხმებით, რომ ისე ჩანს თითქოს ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. არაფერი უკან არ მიმაქვს" - განაცხადა დუმბაძემ.