არ ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის "ნაციონალური მოძრაობის პროდუქტი და გამოვლინება - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან" ერთად განაცხადა.
"გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურად ჩვენ განვიხილავთ ცალსახად ნაციონალური მოძრაობის პროდუქტად და გამოვლინებად?! მე ვფიქრობ რომ არ არის ასე. გრიგოლ ვაშაძე არ არის ერთპარტიული ტიპაჟი არც თავისის ბიოგრაფიით, არც პიროვნული აგებულებით, ინტერესების მრავალფეროვნებით და არც თავისი ოჯახით. მე არ ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანას ვუჭერ მხარს" - განაცხადა მაჭუტაძემ და აღნიშნავს, რომ ერთიანი დემოკრატიული საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევა არის ერთადერთი გზა, რომელიც სახელმწიფოს აღადგენს.
"ქართველი ხალხის ბრძოლა იმისთვის, არ ყოფილა რომ ერთმა როემლიმე მდიდარმა ან სხვა ტიპაჟმა მმართოს თავის ჭკუაზე, გამოიცვალოს მას ფუნქციური დატვირთვა, შინაარსი, შეეხოს მის ღირებულებებს, ხელყოფით დაემუქროს მას და გააუქმოს მისი კონსტიტუცია. ამ საშინელი რეალობის წინაშე ერთადერი რეალურ მეთოდად მესახება, რომ პარტიული საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევით ამ ძალის პირისპირ" - განაცხადა მაჭუატაძემ.