მიშელ ობამა ბიონსეს დედასთან ერთად "On the Road II"-ის ტურზე ცეკვის დროს დააფიქსირეს. (ვიდეორგოლი)

12:23 07-19-2018
242

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, ქალიშვილთან, ნატაშასთან ერთდ, პარიზში, ბიონსეს და ჯეი ზის, საკონცერტო ტურზე, On the Road II-ზე იმყოფებოდა.

54 წლის მიშელი, რომელიც მოკლე შორტებში, ბიონსეს დედასთან, ტინა ნოულზთან ერთად პოზირებს, კონცერტის მსვლელობისას, იმ დროს დააფიქსირეს, როცა ცეკვავდა. 

ცნობილია, რომ მიშელი და ბიონსე, ოჯახებით, დიდი ხანია მეგობრობენ. მომღერალი, მხარს უჭერდა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, და ამავე დროს, მიშელთან ერთად მონაწილეობას იღებდა სოციალურ პროგრამებში.

შეგახსენებთ, რომ ბიონსე და ჯეი ზი, On the Road II-ის ტურს, ამჟამად საფრანგეთში აგრძელებენ. ევროპის ქვეყნებში, ბიონსეს თაყვანისმცემლებმა, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მომღერალი, ისევ ფეხმძიმედაა. თუკი ეს სიმართლეა, ბიონსეს მოუწევს ტურის შეწყვეტა - კონცერტები ოქტომბრამდეა დაგეგმილი. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები: 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე