"კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი" - სოფო კილაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას აკრიტიკებს

13:15 07-19-2018
103

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს. 

კილაძე მიიჩნევს, რომ თუ ფოფხაძე "ქართულ ოცნებას" კომკავშირთან აიგივებს, წესით, პარტიაში აღარ უნდა გაჩერდეს:

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ აღნიშნული პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კილაძემ.

"თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს ჰქონდეს. შეუძლიათ პარტიას "ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება.

მე მაინტერესებს რაში მდგომარეობს დავით ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, რომ პარტიიდან მოსული მესიჯებით არ ცხოვრობს და არ აზროვნებს?! თუ ეს არის ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, მე სოლიდარული ვარ მის მიმართ" – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას გუშინ.

ავტორი: