პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დავით ჭიჭინაძე პარლამენტიდან არავის გაურიცხავს და ვერც გარიცხავს, რადგან პარლამენტის წევრია და მისი თავისუფლება შეუზღუდავია, როგორც დეპუტატის.
ჟურნალისტებთან საუბარში ძიძიგური აღნიშნავს, რომ ყველა პარტიას თავისი დისციპლინა აქვს და ვინც პარტიულ დისციპლინას არღვევს, მას პარტიიდან რიცხავენ.
„ქართულ ოცნებას“ თავისი რეგულაციები აქვს, რომლის შესაბამისად მოქმედებენ. „ქართული ოცნების“ პარტიულ საკითხებს როგორ იღებენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ვინც პარტიულ დისციპლინას არღვევს, პარტიიდან რიცხავენ. როცა „კონსერვატიულ პარტიაში“ მსგავსი რამ ხდება, გადაწყვეტილებებს ვიღებთ. პარტიული ჩარჩოები არსებობს. დავით ჭიჭინაძეს, როგორც დეპუტატს ვერავინ შეზღუდავს, რომ თავისი პოზიციები დააფიქსიროს, მაგრამ პარტიაში შეზღუდვები არსებობს”, – განაცხადა ძიძიგურმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.