მოთმინებას ვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს - ზაზა გაბუნია

17:35 07-19-2018
92

უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძემ აქამდეც დიდი მოთმინება გამოიჩინა დავით ჭიჭინაძის მიმართ:

"სიმართლე გითხრათ არ მახსოვს განსხვავებული აზრის ავტორი კოლეგა მოქმედებაში ან აზრის გამოთქმისას ვინმეს რამეში შეეზღუდა, გუნდში არ არსებობს დეფიციტი განსხვავებული აზრების მრავალფეროვნებისა, მაგრამ ურთულესია დამცირების და შეურაცხყოფის პირობებში ჯანმრთელ სამუშაო გარემოზე ლაპარაკი.

პირიქით, მოთმინებას ვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რადგან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად ის ცდილობდა მოვლენები რადიკალურად არ განვითარებულიყო" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭინაძე გუშინ პარტიიდან გარიცხა. გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრ ჭიჭინაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არსებულ დაპირისპირებას მოჰყვა.

ავტორი: