ლეგენდარული ქართველი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ვახტანგ(ბუბა) კიკაბიძე, დაიბადა ქ. თბილისში, 1938 წლის 19 ივლისს. დღეს, მომღერალი, 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მომღარალი, 1959 წლიდან მღეროდა ანსამბლებში: დიელო, რერო, ხოლო 1967 წლიდან, ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის ორერას სოლისტია.
ბუბა კიკაბიძე, 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში კი, უცხო ენათა ინსტიტუტში.
შესრულებული აქვს როლები ფილმებში: - გია(შეხვედრა მთაში), ბენჟამენ ღლონტი(არ დაიდარდო, 1968), გიორგი მიქელაძე(მე, გამომძიებელი, 1971), პავლე(ვერის უბნის მელოდიები, 1973), ვალიკო მიზანდარი(მიმინო, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი (იცოცხლე გენაცვალე, 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: იცოცხლე გენაცვალე(1981), მამაკაცები და სხვები(1985).
კიკაბიძე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. ასევე მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2013 - უკრაინის დამსახურებული არტისტი
2013 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
1999 - ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია
1998 - პრიზი Золотой Грамофон(რუსეთი)
1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
1998 - წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი(რუსეთი)
1997 - ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი(უკრაინა)
1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
1994 - ღირსების ორდენი
1980 - სსრკ სახელმწიფო პრემია
1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია , ფილმისთვის მიმინო
1969 - საერთაშორისო კინო ფესტივალ კარტახანი-70-ის პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში არ დაიდარდო.
ვულოცავთ, ბატონ ბუბას 80 წლის იუბილეს!
იხ. ფოტოკოლაჟი: