ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრები და ყველა გზავნილი ადასტურებს ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან ძალიან მყარ მხარდაჭერას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ განაცხადა.
ქაცარავას თქმით, ნატო-ს სამიტის დასრულებიდან ერთ კვირაში პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ისევე როგორც თვითონ ნატო-ს სამიტის შედეგები ასახავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ალიანსისთვის, როგორც პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების კონტექსტში.
„დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე კვლავ დადასტურდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული ნაბიჯები. ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი" – აღნიშნა ქაცარავამ.