კიმ ბესინგერის და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი და ჯასტინ ბიბერი ქორწილის ცერემონიას გეგმავენ

13:31 07-20-2018
923

რამდენიმე კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი, ქორწილის ცერემონიას გეგმავენ.

ჰოლივიდის ვარსკვლავების, კიმ ბესინგერის და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი, ჰეილი, რომელიც ცნობილი მოდელია, ცერემონიისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება, პატარძლის მეჯვარე. 

სააგენტო US Weeklyინფორმაცით, ჰეილის დედამ, კიმმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი უფროსი ქალიშვილი, ალაია და ბიძაშვილი, აირლენდი, პატარძლის მეჯვარეები იქნებიან. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, ალაია გათხოვდა და მისი მეჯვარე, ჰეილი გახლდათ. 

რამდენიმე დღის წინ, ჯასტინის საცოლის უფროსმა დამ, ინსტაგრამზე, პოსტი გამოაქვეყნა:

ერთმანეთის მეჯვარეები ვიქნებით... ვულოცავ ჩემს დას, ახალი, განუმეორებელი ცხოვრების დასაწყისს! მიყვარხართ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მალე ავღნიშნავთ ამ დღესასწაულს ერთად!- წერს ალაია.

წყვილის ახლობლების ინფორმაციით, ჰეილი და ჯასტინი, ქორწილის ცერემონიას, მომავალი წლისთვის გეგმავენ. ცერემონიას, მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები დაესწრებიან. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე