"დ.ღ ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი, მათ შორისვე დარჩენილიყო.." - ადვოკატი

14:45 07-20-2018
147

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ.ღ მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.

ეს განცხადება ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა

"იმ ნაწილში, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა ნამდვილად შედგა ამას არ უარყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი, მათ შორისვე დარჩენილიყო, რაც გაითვალისწინა და სასამართლოსთვის არ მოუხსენებია ამის თაობაზე. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა ამ შეხვედრაზე, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა", - განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.