ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრის ჰემსვორტი, ბრწყინვალედ ცეკვავს. ამის დამადასტურებელი, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ახალი პოსტი და ვიდეორგოლია, სადაც მსახიობი, მეუღლეს, ელზა პატაკს, დაბადების დღეს ულოცავს და ფანტასტიკურ ცეკვას უძღვნის. ვიდეორგოლში, წყვილი ბრწყინვალე ხასიათზეა, მაგრამ ცეკვის ილეთები, მხოლოდ ჰემსვორტმა იცის, რაზეც ელზა, ხმამაღალი სიცილით პასუხობს.
სოციალურ ქსელში, ვიდეორგოლმა დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა. კრისმა, მეუღლეს ინსტაგრამზე მისალოცი პოსტიც მიუძღვნა:
ჩემი მეუღლის დაბადების დღის საპატივცემლოდ, ცეკვა დავდგი. ვცდილობ, არ შემეშალოს ილეთები. გილოცავ საყვარელო! - წერს ჰემსვორტი.
ვიდეორგოლს, 10 მილიონამდე ნახვა აქვს.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: