აფხაზეთში გზატკეცილზე ხის ჯვრები ავტოავარიების შემცირების მიზნით აღმართეს. ინფორმაციას აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ბესარიონ აპლიააზე დაყრდნობით apsnypress ავრცელებს.
„ჯვრები გზებზე იმისთვის დაიდგა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ სოცოცხლესა და სიკვდილზე, იმაზე, რომ ღმერთის მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. ვფიქრობ, გზაზე ჯვარს რომ დაინახავენ, სიჩქარეს შეამცირებენ და ფრთხილად ივლიან”, - ამბობს სასულიერო პირი.
მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა ტაძარზე აღმართული ჯვრის მნიშვნელობაც არ იცის. „მათ არ იციან, რომ ჯვარი სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა“.
აფხაზეთში ავტოავარიების გამო ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება.