დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას დღეს გამოკითხავენ

09:50 07-22-2018
92

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულ: მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას დღეს, გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ. 

სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა და რომელსაც პატიმრობა უკვე შეეფარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

რაც შეეხება თენგიზ კალანდიას, იგი საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა და დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული. 

რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ასევე, ერთ-ერთი არასრულწლოვანი დ.ღ, რომელსაც პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ბრალდებულს პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

საქმეზე ასევე, დაკავებულია ორი არასრულწლოვანი, რომელთა სასამართლო პროცესის შემდეგ ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით სარალიძის მამამ ყველა მკვლელის დასჯის მოთხოვნით, რამდენიმე მასშტაბური ხასიათის აქცია მოაწყო.

სისხლიანი გარჩევა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. შედეგად, ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ავტორი: