ტყიბულში, დღეს, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ მეოთხე მეშახტეს დაკრძალავენ.
გარდაცვლილი ოთხი მეშახტიდან სამი გუშინ დაკრძალეს.
ტრაგედია 16 ივლისს მოხდა. შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.
პრემიერმა შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამ, სანამ გამოძიება დასრულდება, ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.