სახალხო დამცველის აპარატი ახალ მისამართზე იმუშავებს

09:47 07-23-2018
102

დღეიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დროებითი ოფისი აღმაშენებლის გამზირზე, 150 ნომერში იფუნქციონირებს. 

ავარიული შენობის გამო, რომელიც ნინო რამიშვილის #6-ში მდებარეობდა, სახალხო დამცველმა დროებითი ალტერნატიული ფართი ითხოვა. როგორც ომბუცმენის ვებგვერდზე წერია, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და აპარატს, დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით, დამატებითი თანხა გამოუყო.

ავტორი: