"მომიპარეს იმისთვის, რომ აქცია არ ჩატარებულიყო..." - ბექა წიქარიშვილი

11:40 07-23-2018
133

თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებლის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, თბილისის ღამის კლუბებში, 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას თავიდანვე ბევრი გადაცდომა დაფიქსირდა.

ამის ერთ-ერთი დასტური, ბექა წიქარიშვილის თქმით, მისი უკანონო დაკავებაა.

თავიდანვე ცხადი იყო მთელი რიგი გადაცდომები. ვიყავი უკანონოდ დაკავებული და ამაზე გამოძიებაც მიმდინარეობს დღეს პროკურატურაში, თუმცა მეორეს მხრივ, ასევე, სასამართლო მიბარებს და პირადად ჩემს წინააღმდეგ აღიძრა საქმე დაუმორჩილებლობის მუხლით. იმედი მაქვს, სასამართლო დაადგენს სიმართლეს. ყველაფერი ცხადი იყო, რომ უბრალოდ მომიპარეს, იმისთვის, რომ აქცია არ ჩატარებულიყო და ადამიანებს არ გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, იმ დღეს, 12 მაისის ღამეს ვიძახი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტს მიეცეს როგორც სწორი სამართლებრივი შეფასება, ასევე, სწორი პოლიტიკური შეფასება. ვფიქრობ ასეთი მოვლენები საკუთრივ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მოქმედი პოლიტიკური სპექტრის, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

 

ნინო რაზმაძე