ვინ არის მძარცველი, რომელიც ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისას პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა? (Exclusive)

14:56 07-23-2018
918
თეგები: ფოთი

პრაიმტაიმის ინფორმაციით, დღეს, ფოთში პოლიციელის მიერ თავის არეში განხორციელებული ცეცხლსასროლი ჭრილობით გარდაცვლილი 1998 წელს დაბადებული ნაზიმ გუზანოვია.

როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია, გარდაცვლილი, რომელიც ინციდენტისას ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, ნასამართლევი იყო. ის 2018 წლის მაისში, თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატის ჯგუფურად ქურდობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული, შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, რის შემდეგაც გირაო გადაიხადა და გათავისუფლდა 15 ივნისს. განაჩენი ამ საქმეზე ჯერ არ დამდგარა.

გუზანოვს ასევე ადმინისტრაციული სახდელი დაედო: 2016 წელს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე; 2018 წლის  31 მარტს მარიხუანის მოხმარებაზე.

ფოთში, ქალაქის ცენტრში სრაფი ჩარიცხვის აპარატის ძარცვისას მძარცველსა და პოლიციელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

პოლიციელმა თავდაცვის მიზნით  მძარცველს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ძიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფიში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. 

როგორც პრაიმტაიმს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს, გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.