თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, მისი პრეზიდენტობა ყველაფერს დაალაგებს - დიმიტრი ხუნდაძე

11:10 07-24-2018
78

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ  საქართველოში პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატურა თავად ბიძინა ივანიშვილია.

დეპუტატის აზრით, ეს დღეს ქვეყანას სჭირდება და არა მმართველ პარტიას.

„დღეს ბევრს საუბრობენ საპრეზიდენტო კანდიდატებზე მმართველი პარტიიდან. ყველა, ვინც შეიძლება მოიაზრებოდეს და ვისზედაც კი საუბარი ყოფილა მედიის მხრიდან, ღირსეული პირია, თუმცა, ვფიქრობ, ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი სერიოზულ პოლიტიკურ ამინდს უნდა ქმნიდეს და ასეთად სწორედ ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია. როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა, მე განვაცხადე, რომ რეალური ცვლილებები იქნებოდა, ასეც მოხდა. ახლაც მჯერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, მისი პრეზიდენტობა ყველაფერს დაალაგებს და ბევრ რამეს შეცვლის. ეს დღეს სჭირდება ქვეყანას და არა მმართველ პარტიას, მითუმეტეს, არც თავად ბიძინა ივანიშვილს. „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნებისმიერი კანდიდატით ისედაც გარანტირებული აქვს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.